წელიწადის ყველაზე საყვარელი დღე

ალბათ ყველა ადამიანს აქვს წელიწადის ყველაზე საყვარელი დღე. ზოგისთვის ეს საკუთარი დაბადების დღეა, ზოგისთვის ახალი წელი, ზოგისთვის აღდგომა და ა.შ. ჩემთვის ყველაზე საყვარელი დღე კი, სამწუხაროდ, არც ოფიციალური და არც არაოფიციალური დღესასწაული არ არის. ის ყოველთვის გაზაფხულზე დგება და არ მახსოვს არცერთი მის დადგომას ჩემთვის უმიზეზო სიხარულისა და ბედნიერების მომტანი არ ყოფილიყო. მისი ზუსტი თარიღი კი ყოველთვის წინასწარ უცნობია და მხოლოდ დილით გაღვიძებისას მახარებს ხმით. მე მას “პირველი მეცრხლების ჭიკჭიკის დღე” შევარქვი და დღეს 2021 წლის 17 აპრილს ეს დღეც დადგა. გილოცავთ ყველას ვისაც ეს დღე ჩემსავით უხარია!

Posted in საკუთარი თავის ძიებაში | დატოვე კომენტარი

საუკეთესო გუნდი ადამიანის ცხოვრებაში.

ყველა ადამიანი უნიკალურია. რამდენადაც არ უნდა ვგავდეთ რაღაც-რაღაცებში ერთმანეთს, თითოეულ ჩვენგანში ყოველთვის არსებობს იმ თვისებათა უნიკალური კომპლექსური ნაკრები, რომელიც გამოგვარჩევს სხვებისგან და ეს ნიშნავს, რომ ჩვენი შესაძლებლობები და სურვილები შეიძლება და უმრავლეს შემთხვევაში განსხვავდება სხვათაგან. ყველა ადამიანი ეგოისტია. რამდენადაც არ უნდა ვზრუნავდეთ სხვა ადამიანებზე, თითოეული ჩვენგანის ნებისმიერ ქმედებათა საბოლოო მიზანი ჩვენს ინტერესებზე გადის და მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ვაცნობიერებთ ამ მიზნებს, ან რამდენად რაციონალურია ჩვენი ქმედებები.

Continue reading
Posted in საკუთარი თავის ძიებაში | დატოვე კომენტარი

ეგო და საკუთარ თავთან შერცხვენის შიში

   აი, დადგა მომენტი, როცა გარე “გამაღიზიანებლებმა” მორიგი ნანახი, მოსმენილი თუ წაკითხული ინფორმაციის სახით, შენი ტვინის ნაოჭებიც შეანჯღრია, მიღებულმა არგუმენტებმა “არგუმენტობა” დაიწყეს და ვინ თუ არა შენ, გადაწყვიტე საკუთარი წვლილის შეტანა საკუთარივე თავის განვითარებაში. Continue reading

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

როგორ გავხდეთ მილიონერი საკუთარი საქმის წამოწყების გარეშე!

   თუ გგონიათ, რომ მილიონის შეგროვება მხოლოდ საკუთარი საქმით, ანუ ბიზნესით არის შესაძლებელი, მინდა გაგაწბილოთ და თან გაგახაროთ, თქვენ ცდებით! Continue reading

Posted in ფინანსები | Tagged , , , , , , | დატოვე კომენტარი

სირბილი დამწყებთათვის, ანუ ნულიდან!

   დღეს მინდა გაგაცნოთ ჩემს მიერ შემუშავებული პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემთ ნულიდან(!) 2,5 წელიწადში მიაღწიოთ შედეგს 13 კმ – 48 წთ-ში! Continue reading

Posted in სპორტი | Tagged , , | დატოვე კომენტარი

* * *

   მიუხედავად იმისა, რომ ვეცდები ამ თემას რაც შეიძლება მოკლედ შევეხო, პოსტი სავარაუდოდ, საშუალოსტატისტიკური იუზერის გაწვალებული ნებისყოფისთვის რთულად დასაძლევი, ზოგიერთ შემთხვევაში კი, გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდეს, მხოლოდ და მხოლოდ მისი ზომის გამო. ჰო, ჰო ზომის და არა რაიმე ინტელექტუალური თუ სხვა “მოდი დავატოლოთ” მონაცემებისა თუ თვისებების, რადაგან ცხოვრების სტარტის ხაზზე არავინ არავისზე ჭკვიანი არ არის, განსხვავება მხოლოდ იმაშია, შემდგომ ვინ რამდენის მისაღებად აღმოჩნდება მზად. ჰო და მეც იმედს ვიტოვებ, რომ მისი ზომა სწორედ ერთგვარ ფილტრადაც იქცევა, რათა საწყისშივე “გონებაგახსნილებიჩაკეტილები” ტყუილად არ მოვაცდინოთ. Continue reading

Posted in Uncategorized | 1 კომენტარი

* * *

   ადამიანების უმრავლესობა ქუჩაში სიარულის დროს თავჩაღუნული ძირს იყურება… ეს არც შინაური ძაღლების მიერ დატოვებულ განავალში ფეხის ჩადგმის არიდების მიზნით ხდება, არც მასობრივი თავმდაბლობის მიზეზით… კითხვა – რატომ..?

Posted in Uncategorized | 6 Comments

საზოგადოებაზე და ნეხვზე…

   წარმოიდგინე ნეხვის დიდი გროვა და წარმოიდგინე საზოგადოება, რომელიც ამ ნეხვში ზის… ამ საზოგადოების თითოეული წევრი, ცნობიერ თუ ქვეცნობიერ დონეზე ხვდება, რომ ნეხვში ზის, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ამ მოდელირებულ საზოგადოებაში არ არის მიღებული, შეიძლება ითქვას უხერხულიც კია… Continue reading

Posted in Uncategorized | 5 Comments

Deutsche 2017

   2017 წელს ოფიციალურად ვუთმობ გერმანული ენის შესწავლას… Continue reading

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

Challenge completed!

challenge_done

რამდენიმე დღის წინ წარმატებით დავასრულე ჩემი 21-დღიანი გამოწვევა: Continue reading

Posted in საკუთარი თავის ძიებაში | 9 Comments